Happy Birthday!!!

2 ნოემბერს ჩემი მეგობრის, თანამშრომლის, დაქალის დაბადების დღე იყო და მინდა აქაც მივულოცო.

ჩემო სიხარულო, მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა ყველაფერი ისე იყოს შენს ცხოვრებაში როგორც შენ გინდა და შენი სურვილების და ოცნებების შესაბამისად (ცოტა ბანალური სიტყვებია, მაგრამ სხვანაირად არ ვიცი როგორ გამოვხატო). ამ ადამინს სულ რაღაც 2 წელია რაც ვიცნობ, მაგრამ ასე მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობდი და ვმეგობრობდი. ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია და მინდა რომ ასე იყოს ცხოვრების ბოლომდე.

ახლა რაღაც პატარა გაურკვევლობა აქვს და ვუსურვებ ეს პატარა, მაგრამ ამავე დროს დიდი პრობლემა მალე და უმტკივნეულოდ მოგვარდეს!

მიყვარხარ, მადო :*:*:*

Picture 059

მეგობრობის დღიური

მოკლედ, ისევ და ისევ მწარე და მგონი ბავშვობაში გადავვარდი :) აბა ვავსებთ, ვავსებთ :)

მიყვარს – ცურვა;
ვოცნებობ – ბევრ რამეზე

ვფიქრობ – ბევრს

მძულს –
ვინ თუ რა??? მოღალატე ადამიანები;
ვნანობ –
არაფერს არ ვნანობ
კმაყოფილი ვარ – ცხოვრებით ზოგადად
;
მენატრება –
დედიკო;
მსურს – ეგ დამუშავების პროცესშია
;
მაღიზიანებს –
ამპარტავანი ადამიანები;
ვგრძნობ – დაღლილობას და თავის ტკივილს
;
მეშინია – სიბნელის და ჭექა-ქუხილის :)
;
ვიცი –
მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი :) ;
არ ვიცი – რომელი ერთი ჩამოვთვალო??? ცეკვა მაგალითად
;
შემიძლია – რავიცი,

არ შემიძლია – ფრენა
;
ვმეგობრობ –
მეგობრებთან;
ვაპატიებ –
ეგ სიტუაციას გააჩნია;
ვტირი –
თითქმის არ ვტირი
ვიცინი – საკმაოდ ხშირად
;
ვეძებ –
ამ მომენტში არაფერს;
ღირსი ვარ –
რავიცი;
ვკარგავ –
არ მახსოვს მასეთი შემთხვევა;
მშურს –
არაფერი;
ვემალები –
არავის და არაფერს;
ვემტერები –
უსამართლობას;
მაინტერესებს- ბევრი რამ მაინტერესებს, მაგალითად არის თუ არა სიცოცხლე მარსზე :)

არ მაინტერესებს – რაც არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს

მახსოვს – ამ ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს :)
;
მრცხვენია – ხანდახან, თუ ვინმეს ვაწყენინებ ალბათ
;
უარვყოფ –
ყველაფერს არამატერიალურს;
ვავადმყოფობ – იშვიათად
;
ვმალავ –
კიდევ კარგი დასამალი არაფერი მაქვს;
ვინახავ – ყველაფერს რაც ჩემთვის ღირებულია
;
მწამს – ამ კითხვას არ ვუპასუხებ
;
მიკვირს – ცხოვრების უსამართლობის
;
მიხარია – სითბო, მზე
;
ვჭორაობ –
ვაღიარებ, არის ასეთი შემთხვევები :) ;
ვდარდობ –
იშვიათად;
ვამაყობ –
საკუთარი თავით;
ვაკეთებ –
ჩემს საქმეს;
ვეფერები –
ბავშვებს და ჩემს საყვარელ ადამიანებს;
მსიამოვნებს –
წყალი;
მესიზმრება –
იმდენი რამ, რომ კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიხსენებ;
ვეხმარები –
რითიც შემიძლია;
ვეწევი –
ვეწევი :( ბევრს;
მწყინს – რავიცი, შეიძლება ბევრი რამე მეწყინოს
;
ვხარჯავ –
ფულს;
ვღალატობ –
საკუთარ თავს ხანდახან;
ვკამათობ – ხშირად
;
ვუხეშობ –
იშვიათად, ისიც თუ წყობილებიდან გამომიყვანენ;
ვუსმენ – Black Ghosts – Full moon
;
ვყოყმანობ – იშვიათად
;
ვკითხულობ – ამ დროისთვის ფრანც კაფკას
;
ვამზადებ –
მიყვარს მზადება, თან მგონი კარგად გამომდის (ნუ არავინ მოწამლულა ჯერ და რიავიცი) :) ;
ვუყურებ -
კარგ დრამებს;
ვკლავ – დროის მეტი რა უნდა მოკლას ადამიანმა???
;
ვაფუჭებ –
მომენტს;
ვცხოვრობ –
ჩემი შეხედულებების შესაბამისად;
ვცემ – სრულიად მშვიდობის მოყვარე ვარ
;
ვყვირი –
ვცდილობ არ ვიყვირო გარკვეულ წერტილამდე
ვმღერი – არ ვმღერი, ჩემი მხრიდან ეგ დიდი ცოდვა იქნებოდა :)
;
ვასრულებ –
დანაპირებს (ან ვცდილობ შევასრულო) ;
დავდივარ – ბევრს
;
ვმკურნალობ – არაფერს
;
ვერიდები- სიბნელეში სიარულს :)

ვთამაშობ –
ფბ-ს თამაშებს;
ვიტყუები –
ხდება ხოლმე ;) ;
ვეთაყვანები – აბაა, მეტი საქმე არ მაქვს
;
ვგიჟდები –
ანანასის წვენზე :)
ვაგროვებ –
მგონი გამოვედი მაგ ასაკიდან;
ვიხდი –
კაი კითხვაა :) ;
ვეჭვიანობ –
ხო, აი კიდევ ერთი მინუსი;
“ვკაიფობ” –
ხალხზე ჩემს გარშემო;
ვიზიდავ – ხშირ შემთხვევაში იდიოტებს
;
ვალამაზებ – ჩემს ცხოვრებას
.

 

და ვინ დავტეგო არ ვიცი :( და იყოს ასე…

მოგონებებად დარჩენილი

ოქტომბერი 30, 2009 Lilu 6 კომენტარი

მწარეს პოსტმა შთამაგონა ამის დაწერა, თუმცა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რაღაც ისეთ განწყობაზე დავდექი (თითქოს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო და თან ჩემი ტკივილიც გამოვხატო), თან ამინდიც ხელს მიწყობს ჩემი მელანქოლიური და თითქმის დეპრესიული განწყობის გაძლიერებაში.

შენი სურათი დღემდე იმალება ჩემი ამოუთქმელი აზრების ჩანაწერების ფურცლებს შორის და დროთა განმავლობაში ამოტივტივდება ჩემი მეხსიერების ზედაპირზე და ნერვებს მიწამლავს. время лечит??? რაღაც არ მგონია, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ. აღარ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება დავწერო შენზე, მაგრამ რაც დრო გადის დასაწაერი და საფიქრალი არ ილევა, პირიქით მატულობს და მატულობს. ამის მერე გინდა ადამიანმა დაიჯერო რომ ცხოვრება სამართლიანი და გულუხვია? ერთადერთი რამ, რაც ოდესმე მითხოვია (ახლა აღარ გავბედავ ამის მოთხოვნას) შენ ხარ…

მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი შენს დამოკიდებულებას ჩემს მიმართ (თუ ილუზიებით ვსულდგმულობდი?), შეიძლება გრძნობდე ადამიანისგან იმას რაც არ არის???  თან ვიცოდი რომ ჩვენი ერთად ყოფნა ამ უაზრო ქართული მენტალიტეტის გამო შეუძლებელი იყო. ვიცოდი რომ ვერ ბედავდი და ძალიან ვბრაზობდი…

მოგონებებად დარჩენილი სახე და შენი არსება მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში და ვერავინ შეძლებს ამ ჭრილობის მოშუშებას. ვიცი, რადგანაც უკვე მრავალჯერ ვეცადე… ყველას ვისთანაც კი რაიმე ურთიერთობა გამიბია და სერიოზულად დამიცყია ფიქრი, იქვე შენ ჩნდები და იწყება შედარება და ის, ვიგაც ყოველთვის აგებს.

Only the good die young…

ოქტომბერი 20, 2009 Lilu 2 კომენტარი

ეს ერთ-ერთ მოთხრობაში ამოვიკითხე ”ადამიანი ისე გლოვობს, ისე დასტირის  მიცვალებულს, როგორც რამდენიმე ათასი წლის წინათ დასტიროდა. მაშინ სჯეროდათ საიქიოს არსებობა და მაინც ეთუთქებოდათ გული, როცა საყვარელი ადამიანის ცხედარს დაჰყურებდნენ. ახლა უფრო მწვავედ განვიცდით ადამიანის სიკვდილს. ადამიანი დაიბადება, იხილავს ამ მშვენიერ სამყაროს, შეიყვარებს და ტირილით ეთხოვება. ხანდახან მეც ვფიქრობ: რა საჭიროა ასეთი ლამაზი სამყაროს არსებობა, რა საჭიროა სიყვარული, როცა სიკვდილი თავს დაგვტრიალებს??? ადამიანი ვერასოდეს ვერ შეურიგდება სიკვდილს. განა შეიძლება არ გაფიქრებდეს, არ გტანჯავდეს არ განაღვლებდეს ის მოვლენა, რომელიც ემუქრება სიცოცხლეს??? სიკვდილი იმიტომ არის საშინელი, შემაძრწუნებელი, რომ სიცოცხლე ტკბილია და უსაზღვროდ საყვარელი. სადაც სიბერეა, სნეულება და სიკვდილი, იქ არ შეიძლება იყოს ნამდვილი, სრულყოფილი ბედნიერება (ანდრო ლომიდზე)”. ამან დამაფიქრა, მაგრამ სულ სხვა კითხვა მაქვს
პრინციპში, სიკვდილი გარდაუვალია: ”ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;”

მაგრამ, მე სხვა რამ უფრო მაღელვებს, რატომ არის სიცოცხლე, თუ სიკვდილი ასე უსამართლო??? ხომ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს სავსე ცხოვრებით და გარდაიცვალოს ღრმა სიბერეში??? რა აუცილებელია ახალგაზდების, ვინც ახლა დაიცყო ნამდვილი ცხოვრება, მათი მოწყვეტა ამ მართლაც რომ საოცარი სიცოცხლიდან?
ასე მეუბნებიან, ღმერთს კარგები თავისთვის უნდაო!!! ბევრი შემიძლია ვიკამათო ამ საკითხზე და ვისაც გამოცდილი აქვს ახლობელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი ალბათ გამიგებს, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლი: მაშინ თუ ღმერთის ძალით ხდება ყველაფერი, თუ 25 წლის ასაკში საკუთარი შვილის უნახავს წაიყვან ადამიანს, ის არც უნდა მოგევლინა ამ ქვეყანაზე…

სადაა სამართალი???

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები უაზროდ და ყველანაირი მიზეზის გარეშე იღუპებიან და დიდ ტკივილს ტოვებენ, სიცარიელეს, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს შეავსებს… ხოლო მათი სიცოცხლის მომსწრაფებლები ტკბებიან ამ ქვეყანაზე და ამ ცხოვრების სიმშვენიერით ტკბებიან!!!

სადაა სამართალი???

თუკი ღმერთს კარგი ადამიანები უნდა თავის გვრედით, ჩვენ, ამ ბედკრულ და ცოდვილ დედამიწაზე დარჩენილებს ვინღა დაგვრჩება??? თუკი ყველაზე კარგებს და გამორჩეულებს გამოგვაცლიან ხელიდან რაღა დარჩება მაშინ??? რაღა აზრი ექნება აქაურობას???

სადაა სამართალი???

Only the good die young……

მზე შემოდგომისა

ოქტომბერი 13, 2009 Lilu 3 კომენტარი

მიყვარს ასეთი ამინდი, როგორიც დღესაა, არც ძალიან ცხელა და არც ცივა. სასიამოვნო გრილი ნიავი უბერავს. დღეს ადრე მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე ბუნებაში პატარა პიკნიკზე. ახლა ვზივარ სახლში და ფანჯარაში ვიყურები. ჩემი ფანჯრიდან თელეთის მთები ჩანს. ჰაერი ისეთი სუფთა და კრიალა არ არის როგორც ზამთარის ყინვაში, მაგრამ არც ალმური ასდის არემარეს, სუსტი ნისლი ეფინება მთების კალთებს და აღმოსავლეთიდან ცას უკვე ბინდისფერი ედება, ნელ-ნელა ჩამუქდება და დღე ღამეში გადაიზრდება. ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ არის, ე.ი. ამაღამ ვარსკვლავებიც გამოჩნდება…
მიყვარს შემოდგომა, როცა მზე ისე ძალიან არ აცხუნებს, მაგრამ გრძნობ კანზე როგორ გეხება მისი სხივები და სულსა და გულს გითბობს ნაზად, შეუღონებლად. გარეთ ისეთი სიმშვიდეა, მხოლოდ სადღაც შორიდან ისმის მანქანების ხმა. სუსტი ბინდი თითქოს მალავს იმას, რაც არ არის საჭირო ადამიანის თვალისთვის და ყველაფერს რბილ და თბილ ფერებში ხატავს… არამკვეთრი კონტურები თვალს არ გჭრის, პირიქით სასიამოვნოა ფანჯარაში ყურება და შემოდგომის სიმშვიდით ტკბობა.

266955_75

ბუნება რაღაცნაირ მშვიდ, ლამაზ და თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. არ არის ძალიან ჭრელი და დამღლელი ალაგ-ალაგ გაყვითლებული, ან გაწითლებული ფოთლების ცქერა.
ჩვენთან დიდი ფოთოლცვენა არ იცის, ზამთარშიც კი თითქმის ხეების უმრავლესობას ფოთლები ზედაა აქვს შერჩენილი, ახლა მახსენდება ბავშვობაში, სწორედ ამ დროს მომიწია უკრაინაში ცხოვრება, აი ფოთოლცვენა იქ იცის… დიდი დაგაყვითლებული ფოთლები მიმოფანტული იყო ყველგან, ყველა ქუჩაში თუ სკვერში… როგორ მიყვარდა მაშინ ამ ფოთლებში სიარული და მათი შრიალის მოსმენა ფეხქვეშ… თითქოს რაღაცაზე გეჩურჩულებიან, მერე ქარი დაუბერავდა და კიდევ ჩამოყრიდა გაყვითლებულ, დასუსტებულ ფოთლებს ძირს… ჩვენთან სხვანაირია შემოდგომა, უფრო სასიამოვნოა ხეებზე შერჩენილი ფოთლების ჩურჩული, ვიდრე ფეხქვეშ გათელილი და უსიცოცხლო ფოთლებისა…

50864473.AutumnSun
ჩვენთან სხვანაირი შემოდგომაა, მზეც სხვანაირია შემოდგომის, უფრო თბილი და მომაჯადოებელი, უფრო ალერსიანი და მოსიყვარულე, თითქოს მისი სხივები სულში და გულში გიძვრება და სითბოს გიღვრის ძარღვებში…

მიყვარს შემოდგომა, მიყვარს მზე შემოდგომისა…

მგონი ჩემი განწყობის შესაბამისი ლექსი ვიპოვე:

შემოდგომის მოტივებიდან
გალაკტიონ ტაბიძე

სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,
მოვიდა ნელი ქარვის ფერები.
მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა
გაყვითლებული ალვის ღერები.
სულში სიმშვიდე არის ისეთი,
თითქო დროებით ართმევს დროებას
ამ შემოდგომის სიმაისეთი
მოცემულ სითბოს და მყუდროებას.

48578761_8cac8c0c2c_o

ჩემი ბრალიაა???

ოქტომბერი 11, 2009 Lilu 7 კომენტარი

არ მინდა დიდი შესავალი გაუკეთო ამ ამბავს და არც დეტალებში მოვყვები ყველაფერს, მოკლედ ვიტყვი, რომ ცოტა ხნის წინ მომიხდა უსიამოვნება ერთ ძალიან ახლობელ ადამიანთან, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს და ყველაფერი კარგი მინდა მისთვის.
ხოდა, ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო, ამაში ალბათ მეც მიმიძღვის წვლილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ მე გამოვედი ყველაფერში დამნაშავე, რაც იყო და რაც არ ყოფოლა იმაშიც კი.
არ ვიცი, ალბათ ზოგიერთი კატეგორიის ადამიანს უყვარს ნებისმიერი ახლოს მყოფი დაადანაშაულოს თავის  შეცდომებში, მასზე შეიწმინდოს ხელი და თვითონ ყოველთვის ყველაფერში მართალი აღმოჩნდეს. (თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, და ეტყობა მართალია) მაგრამ რა საჭიროა, სრულიად უდანაშაულო ადამიანს ისეთი რამ დააბრალო რაც არ ეკუთვნის???

ახლა, როცა უკვე ცოტა დროა გასული და გადავხარშე ის რაც მოხდა და როგორც მოხდა, მგონია რომ ალბათ მართლა ჩემი ბრალიაა?  არ ვიცი, თავს ძალიან დათრგუნულად ვგძნობ და არ მსიამოვნებს ეს გრძნობა, თან არც ვიცი როგორ მოვიშორო თავიდან???

Copy_of_lonely10

ოცნებები????

ოქტომბერი 9, 2009 Lilu 4 კომენტარი

ესე იგი, მეც რაღაცნაირად მოვყევი ამ ”გაუგებრობაში” მწარეს მეშვეობით :)
ხოდა ოცნებებიო და სურვილებიო და რავი კიდევ რა შეიძლება ამ ამბავს დაარქვა, წავიდაააა:

დავიწყებ ყველაზე მეტად აუხდენელი და განუხორციელებელი, მართლაც რომ რასაც ქვია ოცნაბაა, თანაც ნამეტანი ფანტასტიკის ზღვარს გადაცილებული: ეს არის მარსი :-D (ოღონდ შოკოლადი არ გეგონოთ). მოკლედ და კონკრეტულად, რამოდენიმე წლის წინ გადავვარდი ფანტასიკური ნაწარმოებებში თავით და ერთმა გულისხმიემა ადამიანმა ხელში მომაჩეჩა რეი ბრედბერის ”მარსის ქრონიკები” , ხოდა მას მერე ჩემი ოცნებაა აღმოვჩნდე მარსზე, ოღონდ იმ მარსზე არა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და როგორიცაა სინამდვილეში, არამედ რეი ბრედბერის მარსზე, თავისი ცივილიზაციით, დაკარგული ქალაქებით და ამოუცნობი საიდუმლოებებით.

Martian-Chronicles500LGjpg
შემდეგ: მეორე ასევე არ ვიცი რა დავარქვა, ოცნება იქნება ეს თუ დიიიდი სურვილი მაგრამ მაინც: ძალიან მინდა მქონდეს განმარტოვებული პატარა სახლი ზღვის პირას, ან კაკ მინიმუმ ტბის პირას, სადაც მუდამ თბილა და ნებისმიერ დროს შეგიძლია წყალში შეხვიდე და იბანაო, დაჯდე და იფიქრო.

1234551887_9eaa0eec51

მესამეე: მოგზაურობა, მოგზაურობა და კიდევ ერთხელ მოგზაურობა!!!! World trip ოღონდ არა თვითმფრინავით და რაღაც სწრაფი გადაადგილების საშუალებებით. ფეხით, მანქანით, მატარებლით ან თუნდაც ველოსიპედით :) პალატკებით, კლდეებზე ძრომით და გაუვალ ტყეებში ბოდიალით ;) ღამე კოცონთან და ნუ მთელი თავის სილამაზით.

tent

და ბოლო, რომელიც ალბათ უფრო სურვილია, ვიდრე ოცნება, მაგრამ დიდად არის დამოკიდებული მატერიალურ მხარესთან, როგორს ზემოთ აღნიშნულები, გარდა პირველისა ;)
ბოლო (ამ ეტაპზე ბოლო) ჩემი სურვილია ჩემი უსაყვარლესი ჯგუფის Iron Maiden-ის კონცერტზე მოხვედრა
671326835605_0_BG

მაშ ასე, ამ ეტაპზე მგონი ამოვწურე ჩემი ოცნება-სურვილები და ჩვენი კონკურსის შემდეგი მონაწილენი არიააააააააააააააააან:
1. Sophie Golden

2. Polkovniki

3. Arizonka

აბა დანარჩენი თქვენ იცით ;)

ცხოვრება გრძელდებაააა

ოქტომბერი 5, 2009 Lilu დატოვე კომენტარი

გუშინ ვნახე ადამიანი, რომალის ნახვა სრულებითაც არ მინდოდა, მაგრამ გარემოებამ გამოიწვია და მისი ნახვა მომიხდა. მაგრამ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგანაც მან მაჩვენა, რომ მის გარეშე ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს ვიდრე მის გვერდით. დიდად სალაპარაკო არც გვქონია, არ ვიცი რატომ მოუნდა ჩემი ნახვა. მე სათქმელი არაფერი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გვქონდა.
შეიძლება კარგად იყო ადამითან, რომელთანაც თავს დაძაბულად გრძნობ და ელოდები რაღაცას, თუნდაც სიტყვას ან თუნდაც მოქმედებას, რომელიც იცი რომ არ გესიამოვნება??? მგონი არა!!!
საერთოდ ამ ურთიერთობიდან და კიდევ მანამდეც გამოვიტანე დასკვნა, რომ არასოდეს არ ღირს ვიღაცის გულისთვის ან დაგრუზვა, ან მითუმეტეს, რაღაც სისულეების კეთება, სახის ჩამოხოკვა და თმის პუტვა, ყველა ვარიანტში, მასთან თუ უმისოდ ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება მშვენიერია.
მივხვდი, რომ იმ ადამიანთან, რომელთანაც თავს არ გრძნობ გახსნილად, კომფორტულად, თუნდაც გიყვარდეს და გული მიგდიოდეს, ყოფნა არ ღირს. მუდმივი დაძაბულობა კი ძალიან დამღლელია.
მე რამდენადაც ვიცი, ადამინების ურთიერთობა ძალიან დიდად დამოკიდებულია ნდობაზე, ახლა კი მითხარით, შეიძლება ადამინთან ურთიერთობის გაგრძელება, რომლის მიმართაც დაკარგულია (დაკარგული კი არა მიწასთანაა გასწორებული) მის მიმართ ნდობა??? მე მგონი არა. ურთიერთობას, რომელსაც ეჭვის ჭია შეჭამს დროთა განმავლობაში, ჯობია საერთოდ არ იყოს.

პაუზის შემდეგ…

აგვისტო 11, 2009 Lilu 2 კომენტარი

ესე იგი, მართლაც რომ სასარგებლო ყოფილა ძველი ჩანაწერებისა და დღიურების ქექვა. თუმცა დღიური როგორც ასეთი არასოდეს მიწარმოებია, მაგრამ ჩანახატები და ჩანაწერები მქონდა. ხოდა ვიჯექი ახლა და ვათვალიერებდი და ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ჩანახატი ვიპოვე, მინდა აქ დავდო ახლა:

თუმცა გაზაფხულზეა დაწერილი, მაგრამ მაინც :)

“კიდევ ერთხელ გაზაფხულდა, კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა ბუნება და შენც მასთან ერთად გინდა დაეწაფო სიცოცხლის წყაროს, დაეწაფო ისე ხარბად, ისე ძლიერად, რომ მარადიულობაში შეაბიჯო, მას შეერწყა და მთიანად მისი გახდე.
რა მდიდარია ბუნება, მდიდარია ყველაფრით – სიკეთითა და ბოროტებით, სიყვარულით და სიძულვილით, სინანულით და მონატრებით. მდიდარია, მაგრამ საოცრად ძუნწი, გაუმეტებელი… თითქოს ყველასაგან გამოგარჩევს მომდურებული შვილივით და მოგაცლის ყველა ბედნიერებას. თავზე უხვად დაგაბერტყავს დამსხვრეულ ოცნებებს, აუხდენელ სურვილებს. შეგატოვებს ბნელი, ფიქრებით სავსე ღამის ხელში და მოლოდინის სურვილსაც კი დაგიკარგავს. არადა რა მწარეა წართმეული სიყარულის გახსენება. ყველაფერი ლამაზი იყო მაშინ…
ეს გაუმეტებელი ბუნებაც კი შენ გრთავდა, გალამაზებდა… განა ფიზიკურად??? სულიერად!!! ხო, ყველაფერი ლამაზი და კარგი იყო მაშინ… ბოროტებასაც თითქოს სამუდამოდ აეკრა გუდა-ნაბადი და სადღაც შორს უსასრულობაში გადაკარგულიყო. ყველანი სიკეთის სუნით შებოჭილიყვნენ და ყველა შენ გიღიმოდა, თვით გაუმეტებელი ბუნებაც კი…
მეგონა, მხოლოდ შენს თავზე იყო ასეთი კრიალა, უსაზღვროდ ლურჯი ცა. ფოთლები მხოლოდ შენ გიღიმოდნენ… ჰაერსაც კი გაეზიარებინა შენი სიხარული და უხვად გაფრქვევდა იებისა და ენძელების, ყოჩივარდებისა და მიმოზების სურნელს.
წვიმა?! თვით წვიმაც კი გსიამოვნებდა… სულ სხვა ხმა ჰქონდა მაშინ მას. მაშინ გინდოდა გარეთ გასულიყავი, ხელები გაგეშალა, გულში ჩაგეკრა ღრუბლებით მოქარგული ცა და მთელი სამყაროს გასაგონად გეყვირა: მიყვარხარ!!!! მიყვარხარ!!!!

rainuf7

ეხლა??? – ეჰ, ეხლა ყველაფერი შეიცვალა, წელში ამაყად ამართულმა მთებმა დაიჩოქეს, ცაც აღარ არის ისეთი კრიალა, აღარ გიცინის ფოთოლი, ჰაერიც ძუნწად ინახავს საამო სუნს, წვიმას კი დამსხვრეული შუშის ხმა აქვს სათითაოდ ისე მტკივნეულად და უმოწყალოდ რომ გეცემა გულში…
რა მდიდარია ბუნენა და რა ძუნწია იგი…
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგცა სიხარულის უფლება და ისიც ასე უმოწყალოდ, დაუნდობლად წაგგლიჯა ხელიდან, თითქოს მისთვის რამე დაგეშავებინოს. მხოლოდ იმაზე ფიქრის უფლება-ღა დაგიტოვა: რა დავაშავე?! რა დავაშავე?!

The_Cemetery
რა ლამაზი იყო მაშინ ყველაფერი… ეხლა?! ეხლა ყველაფერი განაცრისფრდა, ყველაფერმა დაკარგა ბრწყინვალება. დადიხარ ქუჩებში სრულიად მარტო… თუმცა მდიდარი ხარ მეგობრებით, მაგრამ… შედიხარ ეკლესიაში და იქაც მდუმარება და სიმარტოვეა -  ტირიან სანთლები… ტირიან დედისაგან მიტოვებული შვილებივით, სურნელება დაკარგული ყვავილივით, სიყვარულწართმეული გულივით… გარეთ კი სიცოცხლეა, გაზაფხულია!!! თვით შენშიც კი, ყველასაგან მიტოვებული რომ გგონია თავი, რაღაც ხდება… რაღაც… მაგრამ უჩინარი ხელები გბორკავს, სულს გიხუთავს, მჭიდროდ გიზიდავს თავისკენ. გული კი, გული ხმამაღლა, ურცხვად აცხადებს: მე სიყვარული მინდა!!!! მე სიყვარული მსურს!!!!
არა, არ გინდა მარტოობა, არა, არ გინდა ცრემლი… შენ ხომ შვილი ხარ ამ გაუმეტებელი, მაგრამ მაინც ასეთი ლამაზი და შეუდარებელი ბუნებისა. შენ ხომ სიყვარული გინდა, შენ ხომ სიყვარული გსურს!!!
ხოდა ეძიე იგი, ეძიე შენში… იპოვე, დაუჩოქე და ეთაყვანე მას, სანამ ცოცხალი ხარ!!!!”

16 მარტი – წელი აღარ მახსოვს :) ჰმმმ… რა ძალიან რომანტიკოსი ვყოფილვარ და როგორ მჯეროდა ამ ყველაფრის…………………..

 

სადაც არ უნდა ვიყო და რა დროც არ უნდა გავიდეს

ივნისი 7, 2009 Lilu 5 კომენტარი

ამ ბოლო დროს მომეძალა წარსულზე ფიქრები და ნოსტალგია….
დღეს ჩემი ბავშვობის დაქალთან ერთად ვიჯექი და იმ პერიოდს ვიხსენებდი, როდესაც უიმედოდ შეყვარებული ვიყავი და იმ ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მისით ვსუნთქავდი, მისით ვარსებობდი, ასე მეგონა თუ ის არ იქნებოდა სხვა არც არავინ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში მასავით მნიშვნელოვანი და არსებითი… თუმცა წლები გავიდა და ეხლა ვხვდები, მართლაც ასეა, მაგრამ ახლა უკვე რამის შეცვლა ძალიან გვიანია… არის მომენტები, როდესაც ვზივარ და ვფიქრობ მასზე და სხვა ფიქრი თავში არ მიტრიალებს (მითხარით, ნუთუ ეს სიყვარულია? დავიჯერო ისევ მიყვარს???) ხანდახან, როდესაც ვხედავ, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ მის გვერდით ყველანაირად დაცული ვიქნებოდი, როგორც ქვის კედლეს მიღმა… მინდა მივუახლოვდე და ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტო, მისი გულის ცემა ვიგრძნო….
ყოველ დილას, გაღვიძებისას ან ღამე სანამ დავიძინებ მასზე ვფიქრობ და ვერ გამიგია რატომ ჩამიჯდა ასე ღრმად გულში და რატომ ვერ მოვიშორე მასზე ფიქრები…
ასე მგონია, რომ სადაც არ უნდა ვიყო და რა დროც არ უნდა გავიდეს, მას ვერავინ შეცვლის.
მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ – ასეთი მიუწვდომელი რომ არის იმიტომ ხომ არ მიყვარს ესე დაჟინებით და იმიტომ ხო არ არის რომ თავს ვერ ვანებებ მასზე ფიქრს???

406655240_e1ae3acd77

ყველა ადამიანში, ვინც კი მის შემდეგ ყოფილა მის თვისებებს ვეძებ, მის ნაკვთებს, მას ვადარებ და შემდეგ ოდნავ მსგავსებასაც რომ ვერ ვპოულობ გული მიცრუვდება და აღარ მინდა არავისთან ურთიერთობა…
ძალიან ბევრჯერ გადამიწყვეტია მასზე ფიქრი შემეწყვიტა მაგრამ არ გამომდის, ყველაფერი თავიდან იწყება, ფიქრს ვერ ვაჩერებ და ეს სასტიკად მტანჯავს, რა გავაკეთო არ ვიცი………………………………………………

მოკლედ, მგონი ძალიან გარეკილი მაქვს და რა მეშველება მე თვითონაც არ ვიცი…